ფასებიხშირი კითხვებიკონტაქტი

სამართლებრივი ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 14 ნოემბერი 2026

1. ვინ ვართ

eval.ge-ს მართავს შპს „მეტაგენი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 444444444, მისამართი: [იურიდიული მისამართი]). პოლიტიკა განმარტავს, რა მონაცემებს ვამუშავებთ, რატომ და რა უფლებები გაქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ანგარიშის, გადახდისა და ტექნიკური მონაცემების დამმუშავებელი ვართ ჩვენ. შეფასების დავალებებში ატვირთული მონაცემების დამმუშავებელია სამუშაო სივრცე, ჩვენ კი მათ ვამუშავებთ როგორც უფლებამოსილი პირი, მომსახურების პირობების მე-9 მუხლის მიხედვით.

2. რა მონაცემებს ვამუშავებთ

  • ანგარიში: ელფოსტა, სამუშაო სივრცის წევრობა და როლი. პაროლს ინახავს ავტორიზაციის სერვისი დაშიფრული სახით; ჩვენ მას ვერ ვხედავთ.
  • სერტიფიცირება: ელფოსტა, სერტიფიკატის ტიპი და ვადა, რომლებსაც ვადარებთ certification.org.ge-ის საჯარო რეესტრს.
  • გადახდა: შეკვეთის თანხა, პროდუქტი, სტატუსი და თარიღი. ბარათის მონაცემებს და განმეორებითი გადახდის ტოკენს არ ვინახავთ; მათ ამუშავებს Flitt.
  • დავალების შინაარსი: ატვირთული დოკუმენტები, მონაცემები, გაანგარიშებები და ანგარიშები, მათ შორის მესამე პირების (დამკვეთის, მესაკუთრის) მონაცემები.
  • ტექნიკური: სერვერის ჟურნალები (IP მისამართი, მოთხოვნის დრო, შეცდომები), ოპერაციების ხარჯისა და ქმედებების აღრიცხვა უსაფრთხოებისა და ანგარიშსწორებისთვის.

3. მიზნები და საფუძვლები

  • მომსახურების გაწევა და ხელშეკრულების შესრულება: ანგარიში, დავალებები, გადახდა;
  • კანონით დაკისრებული ვალდებულება: ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა;
  • ლეგიტიმური ინტერესი: უსაფრთხოება, თაღლითობის პრევენცია, შეცდომების გამოსწორება;
  • ელფოსტით ვგზავნით მხოლოდ სისტემურ შეტყობინებებს (დადასტურების კოდი, პაროლის აღდგენა). სარეკლამო წერილებს თქვენი თანხმობის გარეშე არ ვგზავნით.

4. ხელოვნური ინტელექტი

AI ფუნქციის გამოყენებისას დავალების შესაბამისი ნაწილი გადაეცემა AI მომწოდებელს (Anthropic) მხოლოდ ამ მოთხოვნის დასამუშავებლად. მომწოდებელი ამ მონაცემებს თავისი მოდელების გასაწვრთნელად არ იყენებს. ანალოგების მოძიებისას საჯარო განცხადებების სერვისს გადაეცემა მხოლოდ საძიებო პარამეტრები (მაგალითად, ქონების ტიპი და მდებარეობა), არა დოკუმენტები.

5. ვის ვუზიარებთ

მონაცემებს არ ვყიდით. მომსახურების გასაწევად ვიყენებთ შემდეგ ქვე-დამმუშავებლებს:

კომპანიადანიშნულებამდებარეობა
Amazon Web Servicesჰოსტინგი, ფაილების საცავი, ავტორიზაციაევროკავშირი (სტოკჰოლმი)
Neonმონაცემთა ბაზაევროკავშირი
AnthropicAI დამუშავება (შემოთავაზებები, აუდიტი)აშშ
Bright Dataსაჯარო განცხადებების მოძიება ანალოგებისთვისისრაელი
Resendსისტემური ელფოსტაევროკავშირი (ირლანდია)
Flittბარათით გადახდის დამუშავებასაქართველო

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის აშშ-ში, მონაცემები გადაიცემა მხოლოდ მომსახურების გასაწევად აუცილებელი მოცულობით და მონაცემთა დაცვის სახელშეკრულებო გარანტიებით. მონაცემებს ასევე გადავცემთ სახელმწიფო ორგანოს, თუ ამას კანონი მოითხოვს.

ჩვენი თანამშრომელი დავალების შინაარსს ხედავს მხოლოდ მაშინ, როცა სამუშაო სივრცის მფლობელი მხარდაჭერისთვის კონკრეტულ დავალებაზე დროებით, მხოლოდ წაკითხვის წვდომას გასცემს.

6. შენახვის ვადა

  • დავალების შინაარსი ინახება, სანამ მფლობელი წაშლას არ მოითხოვს.
  • წაშლის დადასტურების შემდეგ დავალება მაშინვე იმალება, ფაილები და მონაცემები კი სამუდამოდ იშლება. რჩება მხოლოდ დავალების იდენტიფიკატორი და წაშლის აღრიცხვა.
  • გადახდისა და კრედიტების ჩანაწერები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
  • ანგარიშის დახურვის მოთხოვნისას ვშლით ანგარიშის მონაცემებს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

7. უსაფრთხოება

მონაცემები გადაიცემა დაშიფრული კავშირით და ინახება დაშიფრულ საცავში. ყოველი სამუშაო სივრცის მონაცემები იზოლირებულია, ხოლო წვდომა განისაზღვრება წევრობითა და როლით.

8. ქუქი-ფაილები

ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილებს: სესიის (შესვლის შესანარჩუნებლად), მხარდაჭერის წვდომის (როცა იგი გაცემულია) და ინტერფეისის თემის. ანალიტიკურ ან სარეკლამო ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ, ამიტომ თანხმობის ფანჯარა არ გამოჩნდება.

9. თქვენი უფლებები

გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ინფორმაცია დამუშავების შესახებ, მონაცემების ასლი, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა ან გადატანა, და გამოიხმოთ თანხმობა. მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ info@eval.ge-ზე; ვუპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში. დავალებაში შეტანილ მონაცემებზე მოთხოვნას გადავამისამართებთ შესაბამის სამუშაო სივრცეს.

საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (personaldata.ge).

10. ცვლილებები

არსებით ცვლილებას გაცნობებთ ელფოსტით ან პლატფორმაში. მოქმედი ვერსია ყოველთვის ამ გვერდზეა.