ფასებიხშირი კითხვებიკონტაქტი

სამართლებრივი ინფორმაცია

გადახდა და გაუქმება

ბოლო განახლება: 14 ნოემბერი 2026

1. რას ყიდულობთ

eval.ge ყიდის ციფრულ მომსახურებას: კრედიტებს სამუშაო სივრცის ბალანსზე. ფიზიკური მიწოდება არ ხდება. კრედიტები ბალანსზე ჩნდება გადახდის დადასტურებისთანავე, ჩვეულებრივ რამდენიმე წამში. მოქმედი ფასები იხილეთ ფასების გვერდზე.

2. გადახდა

  • გადახდა ხორციელდება ლარში, საბანკო ბარათით, Flitt-ის დაცული გვერდის მეშვეობით.
  • შეძენა შეუძლია მხოლოდ სამუშაო სივრცის მფლობელს.
  • ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ.

3. გეგმის განახლება და გაუქმება

  • გეგმა ყოველთვიურად ავტომატურად განახლდება შეძენისას ნაჩვენები ვადით.
  • გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს კრედიტების გვერდიდან. გაუქმება აჩერებს მომავალ გადახდებს; უკვე მიღებული კრედიტები რჩება მათი ვადის ამოწურვამდე.
  • უფრო მაღალ გეგმაზე გადასვლისას სრული ფასი იხდება მაშინვე და იწყება ახალი პერიოდი.

4. თანხა არ ბრუნდება

ყველა გადახდა საბოლოოა: გადახდილი თანხა, მათ შორის გამოუყენებელი ან ვადაგასული კრედიტების, მიმდინარე თვის გეგმისა და გაუქმებული გეგმის, არ ბრუნდება. დავალების ან ანგარიშის წაშლა თანხას არ აბრუნებს.

თუ ოპერაცია სისტემის შეცდომით შეწყდა და გამოსადეგი შედეგი არ მიგიღიათ, დაბლოკილი კრედიტი ბალანსზე ავტომატურად ბრუნდება.

5. შეცდომით ჩამოჭრილი თანხა

თუ ბარათიდან თანხა ჩამოიჭრა ორჯერ ან ისე, რომ კრედიტები არ მიგიღიათ, მოგვწერეთ info@eval.ge-ზე და მიუთითეთ გადახდის თარიღი და თანხა. გადავამოწმებთ და ზედმეტად ჩამოჭრილ თანხას დავაბრუნებთ იმავე ბარათზე.